21 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
ესპანეთის მთავრობა წყალდიდობის შედეგებთან გასამკლავებლად, რეგიონებში 10 000 ჯარისკაცსა და პოლიციელს აგზავნის

ესპანეთის მთავრობა წყალდიდობით დაზარალებულ რეგიონებში დამატებით 10 ათას ჯარისკაცსა და პოლიციელს გაგზავნის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, სტიქიის ზონაში 5 000 ჯარისკაცი და 5 000 პოლიციელი დამატებით იმუშავებს.

ამ დროისთვის სტიქიური უბედურების ზონაში 1 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. საგანგებო სამსახურის თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად, ისინი სამძებრო სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებში არიან ჩართულნი.

დღის ამბები