21 ნოემბერი 2024,   14:56
ვრცლად
მკვლელობა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე - სავარაუდო მკვლელსა და მოკლულს ნათესაური კავშირი ჰქონდათ

მესტიაში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელსა და მოკლულს ნათესაური კავშირი ჰქონდათ, ისინი მოგვარეები იყვნენ.

სამეგრელოს პოლიციამ მესტიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, მესტიის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი - 1963 წელს დაბადებული თ.დ. ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად თ.დ. ადგილზე გარდაიცვალა.

დღის ამბები