18 ოქტომბერი 2024,   12:33
ვრცლად
რადიკალური ოპოზიცია პირწმინდად აგებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, ყველა ფორმით ცდილობენ დესტაბილიზაციის წინასწარ შემოტანას  - გივი მიქანაძე

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით ოპოზიციონერი ლიდერები ხვდებიან, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში აგებენ, ამიტომ ცდილობენ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანონ.

მიქანაძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება, პირველ რიგში, პრევენციული ხასიათის იყო.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადება, პირველ რიგში, ატარებს პრევენციულ ხასიათს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ის ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად ხვდებიან, რომ რადიკალური ოპოზიცია პირწმინდად აგებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, ყველა ფორმით ცდილობენ დესტაბილიზაციის წინასწარ შემოტანას და არასწორი აღქმების გაჩენას, ისინი მიდიან ყველაფერზე", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები