24 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
"ევროპული საბჭო ადასტურებს მზაობას მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე" - ბრიუსელში მიღებული დოკუმენტი

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა დღესაც გრძელდება. ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები საიმიგრაციო კრიზისზე, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე, რუსეთ- უკრაინის ომსა და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებზე მსჯელობენ.

დღის ბოლოს ევროპულმა საბჭომ ამ საკითხებთან დაკავშირებით დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და მოახლოებულ არჩევნებზეც არის.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "ევროპული საბჭო ადასტურებს მზაობას მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს, ევროპულ გზაზე. მოუწოდებს საქართველოს გაატაროს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომლებიც ევროპასთან ინტეგრაციის ძირითად პრინციპებს დაეყრდნობა. ევროპული საბჭო ელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი, და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი".

დღის ამბები