18 ოქტომბერი 2024,   12:37
ვრცლად
ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ "ჰამასის" ლიდერი იაჰია სინვარი მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ "ჰამასის" ლიდერი, იაჰია სინვარი მოკლეს.

"ცახალის" განცხადებით, სინვარი იმ სამ მოკლულ მებრძოლთა შორის იყო, რომლებიც რაფაჰში შენობაში რეიდის დროს გაანეიტრალეს.

ისრაელის პრემიერ მინისტრის განცხადებით, "ჰამასის" ლიდერის მკვლელობა ღაზის ერთწლიანი ომის "დასასრულის დასაწყისს" ნიშნავს. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, კონფლიქტი შეიძლება ხვალვე დასრულდეს თუ "ჰამასი" იარაღს დადებს და მძევლებს დააბრუნებს.

"ჰამასი აღარ გააკონტროლებს ღაზას" აღნიშნა მან და ღაზის მცხოვრებლებს განუცხადა, რომ ეს არის შესაძლებლობა საბოლოოდ გათავისუფლდნენ ტირანიისგან.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დადებითად შეაფასა ისრაელის თავდაცვის ძალების მუშაობა. ჯო ბაიდენმა თქმით, სინვარს ხელი სისხლში ჰქონდა გასვრილი, მათ შორის, ამერიკელი მოქალაქეების.

დღის ამბები