18 ოქტომბერი 2024,   12:32
ვრცლად
გასაგებია, რომ პოლიტიკური ამბავია და არაფერი აქვს საერთო სახელმწიფო უსაფრთხოებასთან - თეონა აქუბარდია სუს-ის ინფორმაციაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული პრევენციული ინფორმაცია, თუ ვინ შეიძლება გაავრცელოს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დამზადებული ფალსიფიცირებული აუდიო-ვიდეო მასალა, პოლიტიკური შეფასებები საგანია.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ვინაიდან აღნიშნული მასალის არსებობის შესახებ სუს-ს აქვს ინფორმაცია, ეს ნიშნავს, რომ ადგილი აქვს უკანონო მოსმენას. მმართველი პარტიის ოპონენტები ფიქრობენ, რომ ეს ინფორმაცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებზე შესაძლოა არსებობდეს და არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდეს.

"მაშინ, როდესაც სუს-მა იცის თუ რა ტიპის ფარული მიყურადების ვიდეოები უნდა გამოქვეყნდეს საჯარო სივრცეში, ისიც კონკრეტული ფიგურანტები, მათ შორის, სასულიერო პირები, რომლებიც ამ ვიდეოებში უნდა იყვნენ და ამბობს, რომ არ აპირებს ავთენტურობის დადგენას და გამოძიებას, ეს გასაგებია, რომ აბსოლუტურად პოლიტიკური ამბავია და არაფერი საერთო არ აქვს კანონთან და სახელმწიფო უსაფრთხოებასთან. კიდევ ერთხელ გასაგებია, რომ ეს არის ივანიშვილის პოლიტიკური ნების გაგრძელების ძალიან ბოროტი და მახინჯი ფორმა", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები