22 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
ცენტრალურ საფრანგეთში წყალდიდობის გამო სატრანსპორტო სისტემა პარალიზებულია

ცენტრალურ საფრანგეთში, ძლიერი წვიმების შედეგად სარკინიგზო და საავტომობილო გზები დაიტბორა, რის გამოც რეგიონის სატრანსპორტო სისტემა პარალიზებულია. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

საფრანგეთის ეროვნულმა სარკინიგზო ოპერატორმა SNCF-მა, ლიონსა და სენტ-ეტიენს შორის მოძრავი რეგიონული მატარებლები გააჩერა და განაცხადა, რომ გზები გაუვალია.

ასევე დაიტბორა და შემდგომ დაიხურა ორ ქალაქს შორის არსებული საავტომობილო მაგისტრალი. ხელისუფლებამ რამდენიმე ადგილობრივი გზაც დაკეტა და მოსახლეობას მოუწოდა, თავი აარიდონ ყველა დატბორილ ადგილს.

რონისა და ლუარის ღვინის რეგიონები მაღალ მზადყოფნაშია. ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, დატბორილი ქუჩების მანქანით ან ფეხით გადაკვეთას არ ეცადონ.

დღის ამბები