16 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
"ზუგდიდში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თხილის საწარმო ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვეა არა მარტო ქვეყანაში, არამედ - რეგიონშიც" - ოთარ შამუგია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, ზუგდიდში თხილის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა.

ოთარ შამუგია ამბობს, რომ ახალი თხილის საწარმო სრულიად თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. 

"პრემიერ მინისტრთან ერთად, დავათვალიერეთ ზუგდიდში თხილის ახალი საწარმო, რომელიც არის სრულიად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საწარმოს არა მარტო ქვეყანაში, არამედ, შეგვიძლია ვთქვათ, რეგიონში. დაახლოებით, 32 მილიონი ლარის ინვესტიცია არის განხორციელებული. ბენეფიციარი სარგებლობს სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, რომლის ფარგლებშიც 11 მილიონზე მეტი სესხი აქვს აღებული და ჩვენ ვახორციელებთ ამ სესხის პროცენტის სუბსიდირებას," - აცხადებს ოთარ შამუგია.

დღის ამბები