16 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
"მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, დაუყოვნებლივ ასახონ თავიანთ ანგარიშებში "ნაცმოძრაობის" ლიდერის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია" - "ქართული ოცნების" პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

"ქართული ოცნების" პრესსამსახური "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ ზუგდიდში, სცენის კონსტრუქციის დაშლის დროს, ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა.

პრესსამსახური წერს, რომ ეს არის სამარცხვინო და არაადამიანური ტყუილი. 

"გვსურს გამოვეხმაუროთ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებულ გამაოგნებელ ტყუილს, თითქოს ზუგდიდში, სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა.

თანაც, ამ სამარცხვინო და არაადამიანური ტყუილის მიზანი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირების მცდელობაა.

იმდენად არის გაოგნებული რადიკალური ოპოზიცია ზუგდიდში, "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული შთამბეჭდავი შეხვედრით, რომ მსგავსი ბინძური მეთოდით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

გარდა იმისა, რომ ნაცმოძრაობის ლიდერის მიერ გავრცელებული ტყუილი არის ბინძური პროვოკაცია, ჩვენ ამ სიცრუეს განვიხილავთ წინასაარჩევნო პროცესზე მავნე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად.

ამიტომ მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, დაუყონებლივ ასახონ თავიანთ ანგარიშებში მუმლაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია,"- წერს პრესსამსახური. 

დღის ამბები