თურქეთში, მალათიაში, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 6,1 მაგნიტუდა შეადგინა.
ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი იტყობინება, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი დედამიწის ზედაპირიდან 9 კილომეტრში დაფიქსირდა.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.