ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას უკრაინის გამარჯვების გეგმა წარუდგინა. დოკუმენტი 5 პუნქტისგან შედგება.
პირველი უკრაინის ნატოში დაუყოვნებლივ მიწვევას ითვალისწინებს;
მეორე - თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას - საკუთარი იარაღის წარმოებას და პარტნიორებისგან სამხედრო დახმარების მიღებას;
მესამე პუნქტის მიხედვით, უკრაინა მზად არის რუსეთის შეკავების მიზნით, საკუთარ ტერიტორიაზე არაბირთვული შეიარაღების ინფრასტრუქტურა განათავსოს;
მეოთხე პუნქტი ეკონომიკაში ფასების რეგულირებას გულისხმობს, მეხუთე - პუნქტის თანახმად კი, ომში გამარჯვების შემდეგ, უკრაინის არმია ევროპის უშიშროების არქიტექტურის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას.
გეგმას უკრაინა სამშვიდობო სამიტზე პარტნიორებს წარუდგენს.