22 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
"მზადდება 2020 წლის სცენარის გამეორება და არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის ყალბი საბაბის შექმნა" - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია, არჩევნების შემდეგ, 2020 წლის სცენარის გამეორებას აპირებს.

"ოპოზიციის, მათი მედიის და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების ზემოთ მოყვანილი ქმედებები, საბოლოოდ გვიმყარებს აზრს, რომ მზადდება 2020 წლის სცენარის გამეორება და არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის ყალბი საბაბის შექმნა. ამიტომ, განსაკუთრებით მივმართავ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებს: მათი პასუხისმგებლობა არ მთავრდება ორგანიზაციისთვის ფულის ჩარიცხვით, არამედ, თავის თავში მოიცავს ამ ორგანიზაციის კეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებლობას.

2020 წლის გამოცდილებამ, როდესაც ჯერ პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელებით, შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადებით, რომლებიც ისეთ ცრუ ფაქტებს ეყრდნობოდა, როგორიც იყო ცესკოს მიერ შედეგების დაგვიანების გამოცხადება თუ უბნების 8 პროცენტზე დისბალანსი და ა.შ., გვაჩვენა, თუ როგორი საფრთხისშემცველია დემოკრატიულ პროცესებთან უპასუხისმგებლო თამაში,"-აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები