23 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
ნიკა გილაური ათონელის რეზიდენციაში - “კურიერის“ ინფორმაციით, ის სალომე ზურაბიშვილის ტექნიკური მთავრობის პრემიერობის კანდიდატია

“კურიერის“ ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის ტექნიკური მთავრობის პრემიერობის კანდიდატი ნიკა გილაურია. გილაური “კურიერის“ კამერამ ათონელის რეზიდენციაში შესვლის დროს გადაიღო. უკვე ერთი საათია, ორბელიანების სასახლეში ნიკა გილაურსა და სალომე ზურაბიშვილს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა მიმდინარეობს. მას სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის წინ კომენტარი არ გაუკეთებია.

“ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გილაურს პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა. მანამდე ის ენერგეტიკის და ფინანსთა სამინისტროებს ხელმძღვანელობდა. სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა, რომ არჩევნებამდე ტექნიკურ მთავრობას დაასახელებს, ამისთვის კი ოპოზიციისგან დასტურს ელოდება.

დღის ამბები