24 ნოემბერი 2024,   17:57
ვრცლად
"მე მგონია, რომ ყველა ასეთ სიტყვებში ხაფანგი იმალება" - იაგო ხვიჩია ლავროვის განცხადებაზე

სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში პოლიტიკური შეფასებები გრძელდება - "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ამა ბუჩუკურის შეფასებით, ტერიტორიული მთლიანობა ქვეყანაში უნდა აღდგეს მშვიდობიანი გზით და არა ცალმხრივად, ბოდიშის მოხდით.

"ტერიტორიული მთლიანობა ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, აღდგეს მშვიდობიანი გზით და არა ცალმხრივად, ბოდიშის მოხდით. მტერს უნდა ვილაპარაკოთ ძლიერ მეგობრებთან ერთად და პოლიტიკა უნდა იყოს დაბალანსებული და პრაგმატული," - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ამასთან, "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, ქართველი ხალხი ზედმეტად კარგად იცნობს რუსეთს და შესაბამისად, ყველა მათი პოლიტიკური განცხადება შესაძლოა გარკვეულ ხაფანგს წარმოადგენდეს.

"არჩევნებამდე იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რომ ეცდებიან არჩევნებამდე თქვან, აი ცოტაც და ჩვენ აფხაზეთს ვიბრუნებთ. სინამდვილეში ამ ქმედებებს, ამ სიტყვებს ამ ქვეყნისთვის არანაირი კონკრეტული, სასიკეთო ნაბიჯები არ მოჰყვება. ქართველი ხალხი ზედმეტად კარგად ვიცნობთ რუსებს, ბატონ ლავროვს, ბატონ პუტინს და ა.შ. რომ მათი ნათქვამი სიტყვები ჩვენ სასარგებლოდ არ დავიჯეროთ. პირიქით, მე მგონია, რომ ყველა ასეთ სიტყვებში ხაფანგი იმალება, მათ შორის, "ქართული ოცნებისთვის" თუ კარგად დაფიქრდებიან ამაზე," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ "მოსკოვი მზად არის, აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს."

 

დღის ამბები