24 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების ახალი ნაკადი შემოვიდა

დედაქალაქში 18 მეტრიანი ავტობუსების ახალი ნაკადი შემოვიდა. ავტობუსების პრეზენტაცია ევროპის მოედანზე გაიმართა.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება დედაქალაქში ავტობუსების პარკის სრული განახლებაა.

"დღეს გვინდა დედაქალაქის მოსახლეობას წარვუდგინოთ 25 ერთეული ახალია ავტობუსი, რომელიც შემოგვივიდა და საერთო ჯამში, 100 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსი იქნება თბილისში.

მთავარი მიზანია არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ ყველასათვის ხელმისაწვდომიო, ყველაზე სწრაფი, რათა დედაქალაქში მიკროავტობუსით გადაადგილება იყოს უპრობლემო და ჩქარი.

ასევე, ველოდებით დამატებთ 100 ერთეული 18 მეტრიანია ავტობუსების შემოსვლას. საერთო ჯამში, 200 ერთეული გაზზე მომუშავე 18 მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება მოსახლეობას. აღნიშნული პროექტი მომდევნო წლის ბოლოსთვის იქნება დამთავრებული", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები