21 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
ხვალ, პარლამენტში ძირითადი საკითხი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა, ასევე, პარლამენტი მიიღებს და ძალაში შევა ამნისტია - ამასთან, საბოლოოდ, მესამე მოსმენით მივიღებთ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონს - მამუკა მდინარაძე

ხვალ, საბოლოოდ, მივიღებთ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონს და კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, ხოლო მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ჩვენ მზად ვართ, ეს საკითხი კონსტიტუციაშიც ავსახოთ - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, 17 სექტემბერს ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო სხდომა გაიმართება.

"ხვალ, სავარაუდოდ, იქნება ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო სხდომა, თუ რამე შემხვედრი აუცილებლობა არ იქნა საამისოდ. მომდევნო კვირების განმავლობაში დღის წესრიგი იქნება შემდეგი: ძირითადი საკითხი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა.

ხვალ უკვე საქართველოს პარლამენტი მიიღებს და ძალაში შევა ამნისტია, რომლითაც ათასზე მეტი პატიმარი დაუყოვნებლივ დატოვებს საპატიმროს, ხოლო ხუთი ათასზე მეტ პატიმარს პერიოდულად, სხვადასხვა ეტაპზე, დროთა განმავლობაში შეეხება აღნიშნული ამნისტია და დატოვებს საპატიმროს.

ასევე, ხვალ, საბოლოოდ, მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტი მიიღებს ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონს, ე.წ. ანტი-ლგბტ პროპაგანდის კანონს და ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, ხოლო მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, ამ შემთხვევაში მმართველი პარტია მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ჩვენ მზად ვართ, ეს საკითხი კონსტიტუციაშიც ავსახოთ.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო უმრავლესობის თითოეულ წევრს, რომლებმაც ოთხი წლის განმავლობაში უპრეცედენტო ერთობა აჩვენეს და ემსახურეს თავის ქვეყანას. ასევე, ყველა სტუდენტსა და მოსწავლეს მინდა მივულოცო სწავლის დაწყება და ვუსურვო ბედნიერი მომავალი, განვითარება, წინსვლა, ბევრი კარგი და ბედნიერი დღე თითოეულ მათგანს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები