აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მის წინააღმდეგ პენსილვანიაში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, პუბლიკის წინაშე ღია ცის ქვეშ პირველად გამოჩნდა, სადაც მას ტყვიაგაუმტარი შუშა იცავდა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
ტრამპის მიტინგი ჩრდილოეთ კაროლინის შტატში გაიმართა, სადაც უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით იყო გაძლიერებული, რაც 13 ივლისს ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობას უკავშირდება.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის მკვლელობა 13 ივლისს, პენსილვანიაში, ქალაქ ბატლერში სცადეს. დონალდ ტრამპის მიმართულებით რამდენჯერმე ისროლეს და ყოფილ პრეზიდენტს ერთი ტყვია მარჯვენა ყურში მოხვდა.
თავდასხმის შედეგად, მიტინგის ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. 20 წლის თავდამსხმელი, ტომას მეთიუ კრუქსი, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა მოკლა.