25 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
დანიის საელჩო არის გლობალური ომის პარტიის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც აქვს ბრძანება და ვალდებულია, ეს ბრძანება შეასრულოს - გურამ მაჭარაშვილი

პარტია "ხალხის ძალის" წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, დანიის საელჩო "გლობალური ომის პარტიის" შემადგენელი ნაწილია, რომელიც ბრძანებებს ემორჩილება. პოლიტიკოსი ამ განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებას გამოეხმაურა, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები მოსახლეობას ხვდებოდნენ.

მაჭარაშვილის თქმით, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები ქვეყანაში რევოლუციურ სცენარებს აფინანსებენ.

"სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები და დონორები აფინანსებენ რევოლუციურ სცენარებს, ავტორიტარიზმისა და ანტიდემოკრატიულ ფესტივალებს. ეს ფაქტიც არის იმის მტკიცებულება, რომ დონორები აფინანსებენ ორგანიზაციებს, რომლებიც ემზადებიან 27 ოქტომბრისთვის და არა 26 ოქტომბრისთვის.

დანიის საელჩო არის გლობალური ომის პარტიის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც აქვს ბრძანება და ვალდებულია, ეს ბრძანება შეასრულოს. ამიტომაც არ აქვთ პასუხები. როგორ შეიძლება ჰქონდეს პასუხი რომელიმე ქვეყნის საელჩოს, როდესაც ის სუბიექტურად რომელიღაც პარტიას, ამ შემთხვევაში, რადიკალურ პარტიას აფინანსებს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, დანიის საელჩო ამ დრომდე არ გამოხმაურებია კითხვებს რეგიონებში მის მიერ დაფინანსებულ შეხვედრებზე , რომელიც მმართველი გუნდისგან ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიად შეფასდა. ღონისძიებაზე სახელწოდებით "დემოკრატიის ფესტივალი", რომელიც თელავში გაიმართა, მიხეილ სააკაშვილის ბანერებიც გამოფინეს და მისი გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

 

დღის ამბები