საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მხარეები თანხმდებიან, რომ იმუშავებენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიასპორულ ორგანიზაციებსა და საკვირაო სკოლებში ქართული ბიბლიოთეკების შექმნაზე.
თანამშრომლობის ფარგლებში, იგეგმება ერთობლივი დიასპორული ღონისძიებების, სამეცნიერო კონფერენციებისა და შეხვედრების ჩატარება.