22 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
გუშინ მოვისმინეთ აშშ-ის სენატში განცხადება, რომ ანაკლიის პორტი დასავლელ ინვესტორებს ბიძინა ივანიშვილმა არ ააშენებინა - სალომე სამადაშვილი

ფრანგული არბიტრაჟის გადაწყვეტილება, მეორე დღეა, პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში - "ლელოში" ამბობენ, რომ, მათი აზრით, საერთაშორისო სასამართლომ საქმის პოლიტიკური კონტექსტი არ გაითვალისწინა.

"რაც შეეხება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, რომ ყველამ კარგად იცის და გუშინ მოვისმინეთ აშშ-ის სენატში განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ ააშენებინა ანაკლიის პორტი დასავლელ ინვესტორებს და სამწუხაროა, რომ შედეგად, საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგეს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა," - აცხადებს "პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები