22 ნოემბერი 2024,   22:08
ვრცლად
არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური - დამარცხდა ხაზარაძე იმის გამო, რომ მან ჩააგდო ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი - ირაკლი კობახიძე

არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. დამარცხდა ხაზარაძე იმის გამო, რომ მან ჩააგდო ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფომ ყველა პირობა შეუქმნა ხაზარაძის კონსორციუმს, იმისათვის, რომ მოეზიდათ ინვესტორები, თუმცა მან ვერ შეძლო ინვესტორების მოზიდვა და ჩააგდო ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი.

"ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. თქვენ იცით, რომ სახელმწიფომ ყველა პირობა შეუქმნა ხაზარაძის კონსორციუმს, იმისათვის, რომ მოეზიდათ ინვესტორები. რამდენჯერმე მოხდა ასევე გადავადება, მთავრობის გადაწყვეტილებით, თუმცა ვერც ერთ შემთხვევაში ხაზარაძემ ვერ შეძლო ინვესტორების მოზიდვა, ჩააგდო ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი და შემდეგ გაკადნიერდა და იქით უჩივლა სახელმწიფოს ამასთან დაკავშირებით. სახელმწიფოსგან ითხოვდა მილიონებს, იმ თითქოს მიყენებული ზიანისთვის, რომელიც მან თითქოს მიიღო სახელმწიფოსგან. არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე ამ საქმესთან დაკავშირებით და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. დამარცხდა ხაზარაძე იმის გამო, რომ მან ჩააგდო ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი. ამ პროექტის გამო ჩვენ კონსტიტუციაც კი შევცვალეთ, იმის გამო, რომ ხაზარაძეს გაადვილებოდა ინვესტორების მოზიდვა, თუმცა მან ვერც ერთი ინვესტორი ვერ მოიზიდა და ეს ყველაფერი დაადგინა სათანადოდ არბიტრაჟმა“, - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები