22 ნოემბერი 2024,   22:19
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სუს-ში კიდევ ორი მოქალაქე გამოკითხეს

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვები გრძელდება.

უწყებაში უკვე იმყოფებოდა ორი მოქალაქე - ალი ხანგოშვილი და გიორგი კუშტანაშვილი. ტერორისტული აქტის მომზადებისა და, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, შეთქმულების საქმეზე.

გამოკითხვის დეტალებზე მოწმეებს არ უსაუბრიათ, არც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გაუკეთებიათ კომენტარი. მოწმეების ადვოკატმა განაცხადა, რომ საქმე გრიფირებულია და, დანაშაულის ეპიზოდებთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება არ შეუძლია.

"გრიფირებული საქმე არის. აქედან გამომდინარე, გაუთქმელობის ხელწერილზე მოგვაწერინეს ხელი და ვერ ვისაუბრებ. ვერ დაგიდასტურებთ ვერაფერს,“ - აცხადებს ადვოკატი.

საუბარია უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის მკვლელობის მომზადების ფაქტებს, რომლის მიზანიც ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.

დღის ამბები