22 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
"ისევე როგორც ყარაბაღში, ლიბიაში, ჩვენ, შეიძლება, მსგავსი ისრაელთან გავაკეთოთ" - ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი, შესაძლოა, პალესტინელების დახმარების მიზნით, ისრაელში შევიდეს

თურქეთი, პალესტინელების დასახმარებლად, შესაძლოა, ისრაელში შევიდეს - ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტს უკვე უპასუხა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ვიდრე ერდოღანი ჰუსეინის გზას მიჰყვება და უნდა ახსოვდეს, რა მოხდა და როგორ დასრულდა მოვლენები ერაყში".

"ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ ისრაელმა ვერ შეძლოს პალესტინის მიმართ მსგავსი ქმედებების განხორციელება. ისევე, როგორც ყარაბაღში, ლიბიაში, ჩვენ, შეიძლება, მსგავსი ისრაელთან გავაკეთოთ. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ ამ ნაბიჯების გადადგმა შევძლოთ. პალესტინის პრეზიდენტი მოვიწვიეთ. სამწუხაროდ, მუჰამედ აბასმა მოწვევაზე უარი თქვა," - განაცხადა ერდოღანმა.

დღის ამბები