კახეთში 23 წლის ქალი გაიტაცეს - შემთხვევა სოფელ კაბალაში, დღეს დილით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, რომ გატაცებული ქალის ძებნაში პოლიციაა ჩართული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.