აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ოზურგეთში, სადაც წვიმამ პრობლემები შექმნა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და კომერციული ფართები.
იგივე პრობლემებია რამდენიმე სოფელშიც, სადაც შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც.
შესაბამისი სამსახურები ადგილზე უკვე მუშაობენ.