რუსეთში, მოსკოვის ოლქში, თავდაცვის სამინისტროს პარკ "პატრიოტში," მეხის დარტყმის შედეგად, ერთი პირი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
მეხი თავდაცვის სამინისტროს მთავარი ეკლესიის წინ ჩამოვარდა, სადაც მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
მედიის ინფორმაციით, პარტკის ცენტრალურ ტერიტორიას მეხმა რამდენჯერმე დაარტყა.
ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პარკი "პატრიოტი" სამხედრო-პატრიოტული პარკია, რომელიც მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონის ქალაქ კუბინკას მახლობლად მდებარეობს.