პარიზში რკინიგზის სადგურებზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ამოქმედდა. მიზეზი ჩქაროსნული რკინიგზის რამდენიმე ობიექტზე ვანდალური თავდასხმა გახდა.
გაუქმებულია რეისების ნაწილი. ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ცეცხლი წაუკიდეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურას.
უწყება მგზავრებს მოგზაურობის გადადებისკენ მოუწოდებს, რადგან აღდგენით სამუშაოებს მინიმუმ ორი დღე დასჭირდება.
საფრანგეთის სპორტის მინისტრმა მომხდარს კოორდინირებული საბოტაჟი უწოდა და თქვა, რომ თავდამსხმელების სამიზნე არის ოლიმპიური თამაშები და მასპინძელი ქვეყანა.
პოლიცია დივერსიის მოტივებს იძიებს. რეისების გაუქმება 800 000 მგზავრს შეეხება.