აშშ-ში, ლას-ვეგასში, ჩიხუახუა სახელად გიზმო, პატრონს 9 წლის შემდეგ დაუბრუნეს. ის, 2015 წელს, სახლის უკანა ეზოდან დაიკარგა და მას შემდეგ პატრონს ძაღლზე არაფერი სმენია.
ცოტა ხნის წინ, ქალმა, ელექტრონული ფოსტით, შეტყობინება მიიღო, რომლითაც ძაღლის პოვნის შესახებ ატყობინებდნენ.
გაირკვა, რომ ცხოველთა გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელმა ის ქუჩაში იპოვა და ძაღლის იდენტიფიცირება მიკროჩიპის მეშვეობით შეძლო.
გიზმო ახლა 11 წლისაა და, როგორც პატრონი ამბობს, ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემა აქვს, რის გამოც ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშაა.