ესპანეთში ზაფხულის სიცხის მეორე ტალღაა. სწორედ დღეს ელოდებიან პიკს - მეტეოროლოგების პროგნოზით, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურა 44 გრადუსამდე მოიმატებს.
ყველაზე ცხელ ზონებად ქვეყნის ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილები სახელდება.
გასულ წელს, ესპანეთში, რეკორდულად მაღალი სიცხის გამო, 11 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.