22 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
ტერორისტული აქტის მომზადება ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერების წინააღმდეგ - საქმეზე, გრიფით "საიდუმლო", გამოძიება გრძელდება

ტერორისტული აქტის მომზადება ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერების წინააღმდეგ - საქმეზე, გრიფით "საიდუმლო", გამოძიება გრძელდება.

საქალაქო სასამართლოში, დაკითხვიდან გამოსულმა უკრაინაში მებრძოლმა გელა კახაბრიშვილმა და მისმა ადვოკატმა დაადასტურეს, რომ გამოძიების კითხვები ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი პარტიის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებას ეხებოდა.

საქმეზე მაგისტრი მოსამართლის წინაშე, ამ წუთებში, კიდევ ერთი მებრძოლი - ვაჟა ცეცხლაძე იკითხება, რომელმაც გამოკითხვაზე შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"სიმართლე გითხრათ, საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ მომისმენია. ამასთან დაკავშირებით, არაფერი არ ვიცი. არც ის ვიცი, რა უნდა მკითხოს გამომძიებელმა. ჩემს თავს ვეკითხები და ასეთი რამ არც მახსენდება, რომ ვინმესგან მომესმინოს", - განაცხადა ვაჟა ცეცხლაძემ.

დღის ამბები