22 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
შსს-ში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარე - ალექსანდრე დარახველიძე უძღვებოდა.

საბჭოს წევრებმა, სახელმწიფო უწყებების მიერ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს.

იმსჯელეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2025-28 წლების სტრატეგიისა და 2025-26 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის საჭირო ღონისძიებებსა და სამუშაო ჯგუფების განახლების საკითხზე.

სხდომაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები და მინისტრების მოადგილეები მონაწილეობდნენ.

დღის ამბები