22 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
პრემიერ - მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრთან ერთად ხაშურში იუსტიციის სახლი გახსნა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან ერთად, ხაშურში იუსტიციის სახლი გახსნა. ადგილობრივი მოსახლეობა აქ 500-მდე მომსახურებას ერთ სივრცეში მიიღებს.

ახალ ფილიალში 20-მდე ადგილობრივია დასაქმებული. ამ დროისთვის, ქვეყანაში იუსტიციის 121 სახლი ფუნქციონირებს. რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს კი, ქვეყნის მასშტაბით, 90 სოფელში "მობილური იუსტიციის სახლი" ემსახურება.

დღის ამბები