საჰაერო ტაქსის გერმანულმა მწარმოებელმა კომპანია Lilium-მა, თავის ისტორიაში ყველაზე დიდი შეკვეთა მიიღო. დამკვეთი, საუდის არაბეთის კომპანია Saudia Group-ია, რომელმაც 100 სრულიად ელექტრო მფრინავი შატლი შეუკვეთა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
Lilium-ის ინფორმაციით, სახელმწიფო კომპანიამ 50 მფრინავი აპარატი შეუკვეთა, ხოლო კიდევ 50 დაარეზერვა. მათი ინფორმაციით, ელექტრო მფრინავ საშუალებებს, ვერტიკალური აფრენა-დაფრენის ფუნქცია აქვთ.
მფრინავი შატლი, რომელშიც 4-დან 6 მგზავრამდე ეტევა, მოკლე მანძილებზე გადაადგილებისთვის არის განკუთვნილი, რისთვისაც ავტომობილებს ან პატარა თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს იყენებენ.
საფრენი საშუალებები Saudia Group-ის ფლოტს 2026 წელს შეუერთდება.