ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის სასამართლოში დავა წააგო. ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკომისიამ "კოვიდ 19-ის" ვაქცინების შეძენისას საზოგადოებას კონტრაქტების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა, რითაც გამჭვირვალობის პრინციპი დაარღვია. ევროკომისიის ხელმძღვანელობას სასამართლოში მწვანეთა პარტიამ უჩივლა.
ევროკავშირის ქვეყნებმა, ევროკომისიის შუამავლობით, პანდემიის დროს 2 მილიარდ 700 მილიონის ღირებულების ვაქცინა შეიძინეს. ევროკომისია დოკუმენტაციის გასაიდუმლოებას ჯანსაღი კონკურენციის პრინციპისა და კომერციული ინტერესების დაცვით ხსნიდა. ხვალ კი ევროპარლამენტში კენჭისყრაა, ურსულა ფონ დერ ლაიენი თანამდებობაზე მეორე ვადით არის წარდგენილი. მას 361 ხმა სჭირდება, რაც ევროდეპუტატების სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტია.