22 ნოემბერი 2024,   22:18
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის საბაზისო კვლევით დადასტურდა ის დეზინფორმაციული, კოორდინირებული შტურმი, რომელიც ქვეყანაზე თვეების განმავლობაში მიდიოდა - შალვა პაპუაშვილი

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის საბაზისო კვლევით დადასტურდა ის დეზინფორმაციული, კოორდინირებული შტურმი, რომელიც საქართველოზე მიდიოდა თვეების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ამაში არა მხოლოდ თავად NGO-ბი, არამედ მათი დონორებიც იყვნენ ჩართული, რომლებიც არწმუნებდნენ ქართულ საზოგადოებას, უმრავლესობის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა და ცნობილია ხალხისთვის.

"გამოჩნდა ის 500-მდე NGO, რომელიც აპროტესტებდა გამჭვირვალობის კანონს. მათი ნაწილი ამბობდა, რომ არ დარეგისტრირდებიან რეესტრში. ჩავხედეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ორგანიზაციების 80 პროცენტს, არც ვიცით, გრანტი რამდენი აქვს. არ ვიცით, ორგანიზაციების 70 პროცენტის დონორები ვინ არიან. 97 პროცენტი ამბობს, რომ საზოგადოებას წარმოადგენს, ისინი ანგარიშებსაც კი არ აწვდიან საზოგადოებას, წლის განმავლობაში რა გააკეთეს. 97 პროცენტი იმასაც არ კადრულობს, საზოგადოებას ჩააბაროს ანგარიში. ვნახეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში საერთოდ არ ვიცით, თანამშრომლები ვინ არიან, ვინ დგას ამ ორგანიზაციების უკან.

ვნახეთ, რომ შვიდკომპონენტიანი საბაზისო ინფორმაცია, ვებგვერდი აქვს თუ არა, დონორი ვინ არის, რა მოცულობის გრანტია და ა.შ. სრულად დაკმაყოფილებული აქვს 474 ორგანიზაციიდან მხოლოდ რვა ორგანიზაციას. ანუ 99 პროცენტის შემთხვევაში ან საერთოდ არ არის საბაზისო ინფორმაცია, ან არასრული ინფორმაციებია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრობლემა მათ ამ კანონთან იმ მხრივ კი არ ჰქონდათ, თითქოს სტიგმატიზაცია ხდება, სინამდვილეში მათაც და მათ დონორებსაც აქვთ პრობლემა, არ გასაჯაროვდეს ფინანსები, თუ რაში იხარჯება. ეს არის ამის დასტური", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები