რეგიონული ტურნეთი დაიწყო წლევანდელი ფესტივალი Art-გენმა. 21-ე სეზონი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროში, ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის სახელობის თეატრონზე გაიმართა.
მოეწყო ქართული ღვინისა და კულინარიის კუთხეები, მრავალფეროვანი დასასვენებელი სივრცეები, გამოფენა - გაყიდვა. იყო კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით. დღის ბოლოს კი სცენა "ჩვენებურებმა", "გაგა ფრანგმა" და "რეგიონმა" დაიკავეს.
ფესტივალი თბილისში 28 ივლისს დასრულდება.