თბილისის მერი, კახა კალაძე გიორგი მიქაუტაძეს "ოქროს ბუცის" მოპოვებას სოციალურ ქსელში ულოცავს.
"გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა. ვულოცავ ჟორჟს და მთელ საქართველოს," - ნათქვამია კახა კალაძის მიერ გავრცელებულ პოსტში.