გიორგი მიქაუტაძე EURO 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა. UEFA-ს გადაწყვეტილებით, თუ ფინალის შემდეგ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი არ გამოვლინდებოდა, "ოქროს ბუცი" ჯილდოს სახით, ყველა იმ ფეხბურთელს გადაეცემოდა, რომლებსაც გატანილი გოლების თანაბარი რაოდენობა ექნებოდა.
ჩემპიონატზე ყველაზე მეტი, სამ-სამი გოლი მიქაუტაძესთან ერთად გატანილი აქვს 5 ფეხბურთელს - გერმანიის, ინგლისის, ნიდერლანდების, ესპანეთისა და სლოვაკეთის წარმომადგენლებს.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გუშინ გაიმართა. ესპანეთის ნაკრებმა ბერლინში გამართულ ფინალურ მატჩში ინგლისის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა და თავის ისტორიაში მეოთხედ ევროპის ჩემპიონი გახდა. ფინალში ვერც ინგლისელმა კეინიმ და ვერც ესპანელმა ოლმომ გოლი ვერ გაიტანეს, შედეგად, UEFA ექვსივე ფეხბურთელს ერთდროულად დააჯილდოებს და ოქროს ბუცს გადასცემს.