22 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
8 წლის გიორგი დოლიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მას სასწრაფოდ ესაჭიროება გულის გადანერგვა

8 წლის გიორგი დოლიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას სასწრაფოდ ესაჭიროება გულის გადანერგვა, რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგის და, ნინო დოლიძე წერს. 

"ჩემს ძმას, 8 წლის გიორგის სასწრაფოდ ესაჭიროება გულის გადანერგვა, რომელიც უზარმაზარ თანხებთან არის დაკავშირებული (225 000$) ტრანსპლანტაცია საქართველოში ვერ კეთდება და გიორგი სასწრაფოდ გადასაყვანია საზღვარგარეთ. უკვე ნაპოვნია კლინიკა, რომელიც დაგვთანხმდა ტრანსპლანტაციაზე. მისი გადაყვანა უნდა მოხდეს უახლოეს დღეებში.

გიორგი ჯო ენის საავადმყოფოში მკურნალობს დიაგნოზით: მწვავე კარდიომიოპათია,
გულის უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, გიორგი მართვით სუნთქვაზეა და სასწრაფოდ საჭიროებს გულის გადანერგვას. მნიშვნელოვანია ყოველი თეთრი და გაზიარება. დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის!" - წერს სოციალურ ქსელში გიორგის და

საქართველოს ბანკი:

GE18BG0000000601117731

TBC ბანკი: 

GE36TB7296745064300077

მიმღები: ნინო დოლიძე

დღის ამბები