22 ნოემბერი 2024,   22:00
ვრცლად
ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თბილისშია

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თბილისშია. ენტონი ბლინკენის მოადგილე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

დღეს, მას შეხვედრები ექნება უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებთან.

"ჩამოვფრინდი თბილისში, რათა ხაზი გავუსვა ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქართველი ხალხისადმი, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების ჩათვლით. შეერთებულ შტატებს აქვს სერიოზული შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს." - დაწერა ზეიამ სოციალურ ქსელში.

ვიზიტის ფარგლებში, ბლინკენის მოადგილე შეხვედრებს გამართავს დემოკრატიული მმართველობის, პრესის თავისუფლების, ანტიკორუფციული საკითხებსა და მოწყვლადი ჯგუფების საკითხებზე. დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

დღის ამბები