22 ნოემბერი 2024,   22:15
ვრცლად
"მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვიდან და საქართველოდან, რომლებიც მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული" - ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია

რამდენიმე საათის წინ, გავრცელდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვიდან და საქართველოდან, რომლებიც მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული“, – აღნიშნულია დეკლარაციის მე-17 პუნქტში.

ამასთან, დოკუმენტში, დასავლეთ ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონებზე საუბრისას, ხაზგასმულია, რომ ნატო მხარს უჭერს ამ რეგიონების ქვეყნების ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დეკლარაციის თანახმად, აღნიშნული რეგიონები ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ნატო რჩება მათი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთგული.

შეგახსენებთ, ვაშინგტონში ნატო-ს საიუბილეო სამიტი გრძელდება. ფორუმი, რომლის მთავარი თემაც უკრაინაში მიმდინარე ომია, ოფიციალურად დღეს დაიხურება.

დღის ამბები