22 ნოემბერი 2024,   22:14
ვრცლად
თბილისში, დღეს, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ელოდებიან

თბილისში, დღეს, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ელოდებიან. უზრა ზეია, რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით მუშაობს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ, 6-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი მაღალჩინოსანი შეხვედრებს გამართავს დემოკრატიული მმართველობის, პრესის თავისუფლების, ანტიკორუფციული საკითხებსა და მოწყვლადი ჯგუფების შესახებ.

დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ბლინკენის მოადგილე ხაზს გაუსვამს "უცხოური გავლენის" კანონთან და სხვა არალიბერალურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით ამერიკის სერიოზულ შეშფოთებას.

დღის ამბები