ჩინეთში, საბაჟოზე კონტრაბანდისტი დააკავეს, რომელსაც შარვლის ჯიბეში, იშვიათი სახეობის 100-ზე მეტი ცოცხალი გველი აღმოუჩინეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მამაკაცი საბაჟოს თანამშრომლებმა სამხრეთ ჩინეთის ქალაქ შენჟენში დააკავეს, როდესაც ის ფუტიანის პორტში, საბაჟო გამშვები პუნქტის გავლას ცდილობდა.
ჩხრეკის დროს, პოლიციის თანამშრომლებმა მამაკაცს წებოვანი ლენტით შეკრული, ცოცხალი ქვეწარმავლებით სავსე 6 პარკი აღმოუჩინეს. სულ, პოლიციამ 5 სხვადასხვა სახეობის 104 გველი აღმოაჩინა.