22 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
უკრაინის წარმომადგენელი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე: რუსეთი იმ ბავშვებს კლავს, რომელთა გატაცებაც ვერ შეძლო

რუსეთის მიერ კიევის საავადმყოფოზე თავდასხმის გამო, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებით გამართულ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, უკრაინის წარმომადგენელმა თქვა, რომ რუსეთი, ომის დაწყებიდან, უკრაინელი ბავშვების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებს აწარმოებს.

სერგეი კისლიცას განცხადებით, რუსეთი იმ ბავშვებს კლავს, რომელთა გატაცებაც ვერ შეძლო. ჰუმანიტარული და გადაუდებელი დახმარების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ჯოის მსუიამ უშიშროების საბჭოს წევრებს უკრაინაზე რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგები გააცნო. გაეროში ევროკავშირის წარმომადგენელმა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესია.

დღის ამბები