სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ, თავისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ, მთავრობის პირველი სხდომა გამართა.
"პროგრესულ და ლიბერალურ მედიას, ბოდიში, რომ გადავრჩი, მაგრამ მე დავბრუნდი," - დაწერა რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა 15 მაისს განხორციელდა, რის შედეგადაც ის მძიმედ დაიჭრა.