უკრაინის პრეზიდენტი კიევში, ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლზე განხორციელებულ თავდასხმას ვარშავის ვიზიტის დროს გამოეხმაურა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპული ადამიანების ხსოვნას, წუთიერი დუმილით, პატივი მიაგო.
"არ შეიძლება, რუსეთმა არ იცოდეს, საით მიფრინავს მისი რაკეტები და პასუხი უნდა აგოს ხალხის, ბავშვებისა და, ზოგადად, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ ყველა დანაშაულზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ახლა არ გაჩუმდეს და ყველამ დაინახოს, რა არის რუსეთი და რას აკეთებს. 27 დაღუპულის ხსოვნას, წუთიერი დუმილით, პატივი მივაგოთ." - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.