საფრანგეთი პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე - როგორც ადგილობრივი მედია წერს, პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს ფონზე, სავარაუდოდ, პარტიები მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებენ.
მეორე ტურის შედეგებმა ყველა მოლოდინი შეცვალა, არჩევნებში პირველ ადგილზე მემარცხენე ალიანსი გადის, რომელიც 577 ადგილიან პარლამენტში მანდატების დაახლოებით მესამედს იღებს. მეორეზე მაკრონის პარტია, მესამეზე კი ლე პენის ულტრამემარჯვენეები. არჩევნების პირველ ტურში სულ სხვა სურათი იყო, იმარჯვებდა ლე პენის ძალა.
გადადგომის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა.
"პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც მე წარმოვადგენ ამ კამპანიაში, თუნდაც სამჯერ მეტი ქულა მიეღო, ვიდრე ველოდით, მაინც არ ექნება უმრავლესობა. მე რესპუბლიკური ტრადიციისა და ჩემი პრინციპების ერთგული ვარ. პრეზიდენტი ჩემი გადადგომის წერილს მიიღებს. ჩვენი ქვეყანაში უპრეცედენტო პოლიტიკური ვითარებაა. ვემზადებით ოლიმპიადისთვის მსოფლიოს ქვეყნების დასახვედრად. რა თქმა უნდა, მე შევასრულებ ჩემს მოვალეობებს, სანამ ეს საჭირო იქნება," - განაცხადა გაბრიელ ატალმა.