22 ნოემბერი 2024,   19:57
ვრცლად
რეალურად, ეს ერთი დაჯგუფებაა, მათ ერთი პატრონი ჰყავთ - კახა კალაძე ოპოზიციურ ერთობაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციამ რაც არ უნდა პლატფორმები შექმნას ან გაერთიანდეს, საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას" აქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა.

მისი თქმით, ოპოზიცია ყველაფერს ცდილობს იმისთვის, რომ ქვეყანაში ცუდი შემოიტანს, მოახდინოს საზოგადოების დაპირისპირება და გახლეჩა.

"რეალურად, ეს ერთი დაჯგუფებაა, მათ ერთი პატრონი ჰყავთ. შეიძლება დღეს სხვადასხვა სახელებით გამოდიან, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისევე როგორც მათ გაერთიანებას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. რადიკალიზმი და რადიკალები ყოველთვის განწირული იქნებიან მარცხისთვის.

2012 წლიდან მოყოლებული, ეს გახლავთ ადამიანები, ვინც აჯანჯღარებს ჩვენს ქვეყანას. ყველაფერს ცდილობენ იმისთვის, რომ ცუდი შემოიტანონ, საზოგადოების დაპირისპირება და გახლეჩა მოახდინონ. აქვთ მცდელობა საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს, ახალი პოლიტიკური სახეები ჰყავთ, თუმცა ისინი დავიწყებული ძველი სახეებია. ვინ არიან ეს ადამიანები?!ყველა "ნაციონალური მოძრაობის" წიაღში აღმოცენებული რადიკალები არიან. რაც არ უნდა პლატფორმები შექმნან, გაერთიანდნენ, საპარლამენტო არჩევნებში, "ქართულ ოცნებას" აქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები