რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა კიდევ ერთ ქუჩაზე ეწყობა. მე-7 და მე-8 მიკრორაიონებს შორის არსებულ გზაზე, ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგო. პროექტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას სამ ადგილზე ითვალისწინებს.
პარალელურად, მიმდინარეობს სამუშაოები აფხაზეთისა და ლომოურის ქუჩებზე. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარამდეა.