22 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა, ტრადიციულად, ქართულ ენასა და ლიტერატურაშია. აბიტურიენტთა რეგისტრაცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ახალგაზრდებს, საგამოცდო ცენტრებში ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი.

პროცესი 6 აგვისტომდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, თბილისში საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები იმოქმედებს. დედაქალაქის გარდა, საგამოცდო ცენტრები 11 ქალაქშია გახსნილი.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აბიტურიენტმა ტესტირების დაწყებამდე უნდა ჩააბაროს მობილური ტელეფონი და სხვა ყველა ზედმეტი ნივთი. ახალგაზრდებს გამოცდაზე მხოლოდ სასმელი წყლის შეტანა შეეძლებათ პლასტმასის ბოთლით.

საგამოცდო ცენტრების მისამართები და რუკა

დღის ამბები